ისტორია
შპს "ალიგატორი ი.ს" დაფუძნდა 2002 წელს, კომპანიის დამფუძნებელი, ბ-ნი სელმან ჭელიძე, წლიდან წლამდე ცდილობდა გაეუმჯობესებინა პროდუქციის ხარისხი, აქტუალურად ატარებდა გამოკითხვებს მომხმარებლებს შორის რათა დაედგინა მათი მოთხოვნები, შესაბამისობაში მოეყვანა მათი მოთხოვნები ხელმისაწვდომ ფასებთან. შედეგად კლიენტიც კმაყოფილი იყო და კომპანიაც იზრდებოდა. შპს "ალიგატორი ი. ს"-მ შექმნა უკვე საყოველთაოდ ცნობადი ბრენდი-"როიალ ალიგატორი", რომლის ლოგოც და ბრენდიც უკვე უზარმაზარი რეპუტაციითა და ნდობით სარგებლობს მომხმარებლებს შორის.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა "როიალ ალიგატორი"-ს ბრენდის პროდუქციას ფართო ასორტიმენტში. ჩვენთან ხარისხი უპირველესია. საუკეთესო ხარისხის ინსტრუმენტები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გარანტიით, შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ჩვენთან.